ასისტანსის სამსახურის აღმასრულებელი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტანსის სამსახურის აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ასისტანსის სამსახურის აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ქოლ-ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ქოლ-ცენტრის უფროსის/უფროსი ოპერატორის/ჯგუფის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
** საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის სისტემის სრულყოფა და მართვა;
** სატელეფონო მომსახურების (შემომავალი და გამავალი ზარები) გამართული ფუნქციონირება;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
** კვლევების წარმოება/ანგარიშგება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ასისტანსის სამსახურის აღმასრულებელი მენეჯერი- ლათინური შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 27 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე