ტრანსპორტირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტირების მენეჯერი
მომწოდებელი: სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2014 წლიდან ეწევა სახმელეთო სახის ყველა ტიპის სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფუნქციის და სისტემის გაცნობა;
** სისტემის შემუშავება და დანერგვა გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** თანამშრომლების მუშაობის ხარისხის კონტროლი
** ეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** რეპორტინგი;
** ავტოპარკის კონტროლი
** ტრანსპორტის ყოველთვიური კონტროლი;
** ტრანსპორტის ყიდვა/გაყიდვის საკითხები;
** ტრანსპორტისათვის საჭირო დეტალზე შეძენის მოთხოვნის გაკეთება;
** ხელოსნებთან კონტაქტი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** უპირატესობა მიენიჭება მიკრო ავტობუსებთან და ავტობუსებთან ტექნიკური გამართულობის კუთხით სამუშაო გამოცდილებას
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია)
** აუცილებელია ავტოტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cth.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე