ჩინური ენის თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინური ენის თარჯიმანი
მომწოდებელი: AE Solar GmbH
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "ეი სოლარი" http://www.ae-solar.com აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
** სამუშაო გამოცდილება მთარგმნელობით სფეროში;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა
** ტექნიკური და სხვადასხვა სპეციალიზაციის დოკუმენტების თარგმნის უნარი;
** საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ჩინურ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით ერთი უცხო ენის მცოდნე და შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კანდიდატებს.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქუთაისი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** დამატებითი შეღავათები: კვება, დაზღვევა, მობილური ბალანსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hrge@ae-solar.com არაუგვიანეს 2020 წლის 30 იანვრისა. სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე