ინფორმაციული ტექნოლოგიების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში წარმოქმნილი პრობლემების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
** პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური ზედამხედველობა;
** კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის შიდა IP ტელეფონების ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია Windows Server 2008/2012 - Active Directory, Domain Controller - თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია (Mikrotik, Asterisk, Hyper - v , VMware) ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლების, კუნსტრუქციული თავისებურებებისა და ექსპლოატაციის რეჟიმების ცოდნა;
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა
** სწავლის და განვითარების სურვილი;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 13 თებერვლის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე