პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სარეკლამო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია არის წამყვანი მწარმოებელი კომპანია სარეკლამო სფეროებში, გაგვაჩნია სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები, ვართ მსოფლიოში რეიტინგით VI აუდიტორული კომპანიის პარტნიორი. ჩვენ ვემსახურებით ათასზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
** კომუნიკაცია როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ისე კერძო პირებთან;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (აუცილებელია სარეკლამო სფერო);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (საოფისე, ვექტორული);
** რუსული/ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ინდივიდუალური
** კომფორტული სამუშაო გარემო

გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-მისამართზე vkvinikadze@capto.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე