მომსახურების პროცესების განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების პროცესების განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას მომსახურების პროცესების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესების გაანალიზება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** ბიზნეს პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა გზით (ინტერვიუების ჩატარება, მონაცემთა ბაზების ანალიზი, პროცესზე დაკვირვება, ე.წ. საუკეთესო პრაქტიკების მოძიება (Best Practices) და გათვალისწინება/გამოყენება ბიზნეს პროცესების შესწავლისა და ანალიზის დროს, ოპტიმიზაციის სქემებში გამოყენების მიზნით);
** რეკომენდაციის შემუშავება პროცესის შექმნის/ოპტიმიზაციის/შეცვლის აუცილებლობის შესახებ, შესაბამისი არგუმენტების მომზადება;
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან;
** ბიზნეს პროცესების აღწერილობის მომზადება;
** შემუშავებული რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა, ცვლილებების დანერგვა/განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
** აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება და ხედვა
** MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
** სასურველია MS Visio და MS Project
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა: მოსაუბრის აქტიური მოსმენა, შინაარსის სწორად აღქმა, კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/momsaxurebis-procesebis-ganvitarebis-specialisti-/233

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე