HVAC პროექტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC პროექტანტი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"დეტრა ჯგუფი"-ს საქმიანობას MEP საინჟინრო სისტემების სრული სერვისით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიღებთ, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და მის შემდგომ მომსახურებას. ჩვენი გუნდი გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტადნარტის მომსახურებით ვუზრუნველყოთ.

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HVAC პროექტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მართვის ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დავალების ფორმირება;
** შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ობიექტზე ვიზიტი, შემოსული დავალების იდენტიფიკაციისა და დამკვეთის დავალებების დაზუსტების მიზნით;
** პროექტის დავალებების შესაბამისად ტექნიკური დამუშავება;
** პროექტირება, ნახაზების, სპეციფიკაციისა და მოცულობების შემუშავება;
** პროექტის შესრულების პერიოდში პროექტების მართვის ჯგუფის კონსულტირება, საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტი მისი კორექტირების მიზნით;
** შესრულებული პროექტების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პროგრამები: MS Office, Autocad, Revit, Archicad

საჭირო უნარ ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური აზრვნების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 77თ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00);
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@detra.ge ; ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე