პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"დეტრა ჯგუფი"-ს საქმიანობას MEP საინჟინრო სისტემების სრული სერვისით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიღებთ, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და მის შემდგომ მომსახურებას. ჩვენი გუნდი გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტადნარტის მომსახურებით ვუზრუნველყოთ.

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის სპეციფიკაციების დასაზუსტებლად ინჟინრებთან და პროცესში ჩართულ სხვა პირებთან კოორდინაცია;
** შესყიდვების მენეჯერთან ერთად კოორდინაციაში ბიუჯეტისა და სამუსაო გეგმა-გრაფიკის შედგენა;
** პროექტზე მიმდინარე სამუსაოების კონტროლი და რეპორტინგი;
** ობიექტზე არსებული მასალების აღწერა და ანგარიშგება;
** მესამე პირებთან მოლაპარაკებები, კომპანიისათვის საუკეთესო პირობების დოკუმენტალურად გასაფორმებლად;
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი კონტროლი სამუშაო პროცესში;;
** საკონტრაქტო პირობების დეტალური შესწავლა და სამუსაო პროცესში კოორდინირება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, MS Power Point, MS Project;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@detra.ge; ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე