მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა (3)
სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 650-700 ლარი ხელზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომანქანის მართვა და მოვლა;
** ავტომობილის სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა.
** სარეალიზაციო პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა.
** ქ. თბილისსა და რეგიონალურ ობიექტებში შეკვეთების მიწოდება.
** ბათუმის საწყობის მომარაგება და სეზონიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში მუშაობის განხორციელება.
** ​კილომეტრაჟისა და საწვავის ხარჯის აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის B- С კატეგორია აუცილებელი;
** 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პუნქტუალობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე