უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კასკო
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "კასკო" - მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო კომპანია - ეძებს მოტივირებულ უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც, მოახდენს მასზე მიბარებული პროექტის გაყიდვებს.

მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება/მოზიდვა
** ელფოსტით, სოც. მედიით (Facebook და Instagram) და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან;
** მოლაპარაკებების წარმოება, მომსახურების შეთავაზება
** შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
** შეხვედრების ორგანიზება/წარმართვა
** კლიენტების არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების გეგმის და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან
** უძრავი ქონების გარე წყაროებზე (საიტებზე, კატალოგებში, ა.შ.) პროექტის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება
** კონკურენტების კვლევა და შედარებითი ანალიზის ჩატარება.

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელური
** კომუნიკაციის (ვერბალური, წერითი) კარგად განვითარებული უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მოტივირებული
** შედეგზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; დამატებით უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 19:00-მდე), ასევე, კლიენტებთან შესაძლოა კომუნიკაცია შედგეს არასამუშაო საათებში და/ან დღეებში.

CV გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: kaskobatumi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე