მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების მძღოლის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება/აღრიცხვა;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** პროდუქციის დასურათება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** დიდი ზომის მანქანის მართვის გამოცდილება;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** ​კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 20 დეკემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე