კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია კოორდინატორის პოზიციაზე.

"საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" არის კერძო, ქართული კომპანია, რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო სადგურების გამართული და შეუფერებელი მუშაობისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის განხორციელება;
** მუდმივი ინფორმირებულობა ობიექტების მუშაობის შესახებ და შეფერხების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** რეგულარული ვიზიტები ობიექტებზე არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის მიზნით;
** მონაწილეობა სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვაში, სამუშაოების ადმინისტრაციული ნაწილის სრულად უზრუნველყოფა;
** მონაცემების რეგისტრირება ბაზაში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
** აუცილებელი მარაგების/მომსახურების შესყიდვის მოთხოვნების ინიცირება და რეგისტრაცია;
** საწყობიდან გატანილი სხვადასხვა ტიპის მასალის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;
** სამსახურეობრივი და მოხსენებითი ბარათების მომზადება, სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** მონაწილეობა კომპანიაში მიმდინარე პროექტების მართვასა და შესრულებული სამუშაოს შეფასებაში;
** კორესპონდენციის მართვა;
** პერიოდული რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ენერგეტიკის განხრით;
** ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა;
** დოკუმენტების/კორესპონდენციის მართვის გამოცდილება;
** დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის კარგი უნარ-ჩვევები;
** ახალ გარემოსთან ადაპტაციისა და სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირების უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** მზაობა ხშირი მივლინებებისთვის;
** სავალდებულოა მართვის მოწმობა - B კატეგორია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge არაუგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე