ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: იბერიფარმა+
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისში და რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
** აუცილებელია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: iberipharma@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე