საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება/განთავსება;
** მიღებული კოლექციის საწყობიდან მაღაზიაში გადატანის უზრუნველყოფა;
** საწყობის სათანადოდ მოწესრიგება;
** ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში საწყობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი არ არის შეზღუდული.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი ცენტრალი
** ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელფოსტის გამოგზავნისას: "საწყობის თანამშრომელი"

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე