ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას ფლებოტომისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის პოლიკლინიკები
სამუშო გრაფიკი: სამუშაო დღეები (ორშაბათი-პარასკევი) 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; შაბათი 09:00 საათიდან 14:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზის და ჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში);
** სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
** ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
** ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მედდის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 დეკემბერი, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/flebotomisti/238

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს "ევექსის კლინიკებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ევექსის კლინიკების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე