დასახელება: კონსულტანტი |
მომწოდებელი:
Retail Group Georgia
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Gap, Aldo, Oysho, Zara Home, Banana Republic, U.S. Polo, F&F, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Accessorize, Monsoon, Clarks და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
პოზიციის დასახელება: კონსულტანტი სრულ სამუშაო განაკვეთზე და კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე.
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურების უზრუნველყოფა:
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
** ანაზღაურება: მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com მიმდინარე წლის 2 იანვრამდე. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე.
|
|
|
|