ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სნოუ რუმსი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
სასტუმრო "სნოუ რუმსი" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას გუდაურში

სამუშაო გრაფიკი: სრული (12 საათიანი ცვლა 2 დღეში ერთხელ).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ​ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 45 წლამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ხელფასი: 800 ლარი.
საცხოვრებლის და კვების უზრუნველყოფით.

გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე snowroomsgudauri@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ მიიღება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე