ვეტერინარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმის მიხედვით გაწერილი ვაქცინაციების, პროფილაქტიკური და სამკურნალო დანიშნულების ღონისძიებებს შესრულება.
** საფრინველეებში რეგულარული შესვლა და ბროილერის ფრინველის მუდმივი მონიტორინგი
** ფრინველის დაცემის მონიტორინგი და შედეგების რეგულარული ანალიზი
** ფრინველის გაკვეთა
** ​დერატიზაციის და დეზინსექციის სამუშაოების შესრულება დადგენილი გეგმის მიხედვით
** მომუშავე პერსონალის მხრიდან სანიტარული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული:

** უმაღლესი ვეტერინალური განათლება
** ანალიტიკური აზროვნება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) სასურველია

პიროვნული:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე