ფარმაცევტი, სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი, სტაჟიორი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და ასევე სტაჟიორების მიღებას ანაზღაურებით და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გარდაბანი, ხარაგაული

სტაჟიორები გაივლიან თეორიული და პრაქტიკულ მომზადების ორთვიან კურსს სრული დატვირთვით დილის 10 სთ-დან საღამოს 5 სთ-მდე.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

საუკეთესო კანდიდატები დასაქმდებიან "სახალხო აფთიაქის" ქსელში.

დასაქმებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე საბონუსე სქემას, ჯანმრთელობის დაზღვევას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ფარმაცევტული/ სამედიცინო განათლება;

ფარმაცევტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე nunu@pp.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "სახალხო აფთიაქი " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე