საგანმანათლებლო ინოვაციების კვლევის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო ინოვაციების კვლევის სპეციალისტი
მომწოდებელი: Future Laboratory
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
Future Laboratory-ი საქართველოში წამყვანი კომპანიაა საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით. კომპანია ახორციელებს სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას.

Future Laboratory-ის კვლევითი განყოფილება უზრუნველყოფს პერსპექტიული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, მეთოდების კვლევას და დამუშავებას, ასევე საკუთარ მეთოდოლოგიებზე მუშაობას, რომელიც ზრდის ცოდნის ათვისების ხარისხს, უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის უნარების სწრაფ განვითარებას.

Future Laboratory-ი ეძებს მაღალი ანალიტიკური უნარები მქონე სტუდენტებს, მაგისტრებს და ასპირანტებს, რომლების დაინტერესებულები არიან განათლების მიმართულების ცვლილებით და მისი ეფექტურობის ამაღლებით.

საგანმანათლებლო ინოვაციების კვლევის და განვითარების სპეციალისტი

მნიშვნელოვანია ქართულის და ინგლისურის გამართულად ცოდნა!

კანდიდატი განახორციელებს:

** სწავლების მეთოდების მოძიებას, ანალიზს, შედარებას
** სწავლების ახალი მეთოდების ტესტირებას
** 21-ე საუკუნის უნარების ტესტირების სისტემაზე მუშაობას
** სწავლების შედეგებზე დაკვირვებას
** ტრენინგების მოდულებზე და სასწავლო კურიკულუმების შედგენაზე მუშაობას

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** ქართულის და ინგლისურის მაღალ გამართულად ფლობა!
** მაღალი ანალიტიკური უნარები
** განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება და მრავალფუნქციურობა
** კრეატიულობა
** ცვლილებების მიმართ მდგრადობა
** განათლების მიმართულების ძირითადი ტენდენციების ცოდნა

საწყისი ანაზღაურება 2 თვიანი ტესტირების პერიოდში - 500 ლარი, ხელფასის შემდგომი ზრდით.

კანდიდატებმა CV და სამოტივაციო წერილი (დაასაბუთეთ, თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე დასაქმება) გამოგზავნეთ 20 დეკემბრამდე, მისამართზე ikashibadze@futurelab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე