კომიქსების მხატვარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომიქსების მხატვარი
მომწოდებელი: ISFED
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას კომიქსების მხატვრის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

კომიქსების მხატვარი PR-ისა და კომუნიკაციის მენეჯერის ზედამხედველობით მოამზადებს ვიზუალურ მასალებს ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად.

კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის დოკუმენტირებული გამოცდილება;
** ​კომიქსებისა და სხვადასხვა ვიზუალიზაციების შესაქმნელად გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების (Photoshop, Illustrator და ა.შ.) სრულყოფილი ცოდნა.
** სოციალური ქსელებისა და ინტერნეტისთვის განკუთვნილი კონტენტის სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ინოვაციურობა;
** ​ინიციატივიანობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ჯგუფური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/ენერგიულობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

კონსკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოგზავნონ: 1) რეზიუმე (CV); 2) პორტფოლიო; 3) მათ მიერ მომზადებული კომიქსების ნიმუში;

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "კომიქსების მხატვარი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 დეკემბერი.

არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ორგანიზაციის შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე