კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეთი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"ატელიე აუთლეთი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.

"ატელიე აუთლეთის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეთი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: n.qobalia@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე