ანიმატორი, პერსონალის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანიმატორი, პერსონალის დამხმარე
მომწოდებელი: პეპის სახლი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
ბავშვთა გასართობი ცენტრი "პეპის სახლი - Pippi`s House" აცხადებს ვაკანსიებს:

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო, ა.მიცკევიჩის ქ.34

ვაკანსიის დასახელება: ანიმატორი

სამუშაოს აღწერა:

** ბავშვთა გასართობი პროგრამის წაყვანა
** ბავშვებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** მათთვის სხვადასხვა თამაშების, აქტივობების შეთავაზება და ჩართულობა
** ბავშვების მეთვალყურეობა და მათზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ - ჩვევები;
** კრიტიკულ/სტრესულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ბავშვებთან მუშაობის მოტივაციის ქონა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ენერგიული;
** მხიარული;
** მზრუნველი;
** თავაზიანი, სერვისზე ორიენტირებული.

2. პერსონალის დამხმარე (მიმტანი)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების გამასპინძლება;
** სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდის გაწყობა და მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად;
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური და ენერგიული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

მუშაობის გრაფიკი: ცვალებადი, არასტანდარტული

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 40 07 40; 551 96 00 77 ან, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე), შემდეგ ელ. მისამართზე: info.pippishouse@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე