ადმინისტრაციის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციის თანამშრომელი
მომწოდებელი: GLG Catering Services
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"GLG Catering Services" - კორპორატიული კვების "ქეითერინგ" სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2010 წლიდან - ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს ადმინისტრაციის თანამშრომლის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ. 68
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული ინსტრუქციების შემუშავება;
** კომპანიაში შემოსული და გასული ელექტრონული და ფიზიკური კორესპოდენციის მართვა;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანური რესურსების მოძიება, დასაქმების ხელშეწყობა განათლების და წახალისების პროგრამების შემუშავება;
** პერსონალის დასაქმებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალობების დაცვა და უზრუნველყოფა;
** ობიექტის მენეჯერებთან უშუალო კომუნიკაცია, მომსახურებისა და მზა პროდუქციის ხარისხის შეფასება;
** მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და მათი განხორციელება;
** მარკეტინგული ღონისძიებებიდან გამომდინარე კომპანიის სახელობითი "brand" პროდუქციის შექმნაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელების მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშების წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე კვების სექტორში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** რუსული/ინგლისური ენის კარგად ცოდნა (როგორც სასაუბრო, ასევე წერილობითი);
** საპრეზენტაციო მასალების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ.მისამართზე hr@glgcat.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე