ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: K•Call
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია K•Call აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (დღისა და ღამის ცვლა) პოზიციაზე თბილისსა და რუსთავში.

K•Call არის პირველი 24/7 აუსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ზომისა და ტიპის კომპანიაზეა მორგებული. ჩვენი მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან მართავს სხვა კომპანიების ქოლ ცენტრს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი / რუსთავი
ანაზღაურება: ფიქსირებული 400-550 ლარი (დამოკიდებულია ცვლების რაოდენობაზე)

მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიის არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა;
** შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა;
** ინფორმაციის მიწოდების/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება;
** სოც. ქსელებში შემომავალ შეტყობინებაზე/კომენტარებზე პასუხის გაცემა;
** CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა;
** პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია; პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიზაცია;
** აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: რუსული ან/და ინგლისური (სასაუბრო დონეზე ცოდნა);
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობა;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@kcall.ge არაუგვიანეს 14 დეკემბრისა.

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქოლ ცენტრის ოპერატორი" და სასურველი ადგილმდებარეობა.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე