კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: POS.GE
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "POS.GE" დაარსდა 2011 წელს. შპს "POS.GE" მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

1. POS სისტემები (სავაჭრო ტექნიკა და ინვენტარი);
2. სათვალთვალო და დაცვის სისტემები;
3. სამარკეტო და სასაწყობო თაროები.

შპს "POS.GE"- ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც, გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

შპს "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა, - შეთავაზება, განფასება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადების გამოცდილება.
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კერძოდ: კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება.
** პოტენციურ და უკვე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია.
** არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება.
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** გაყიდვების გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის მომსახურებები;
** უმაღლესი განათლება
** პრიორიტეტულია: ცნობად ქსელურ მარკეტებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი
** შეფასების და ანალიზის უნარი

კომპეტენცია:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook...)
** სასურველია მართვის მოწმობა;

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: info@pos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის ანაზღაურება იქნება მისი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე