სწავლების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სწავლების მენეჯერი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
შპს "იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სწავლების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

ფუნქციები:

** სასწავლო და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
** მოსწავლეთა პირადი საქმეების, საგაკვეთილო განრიგის ორგანიზება;
** მოსწავლეების დახმარება აკადემიური თუ სასკოლო პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტაში;
** შემაჯამებელ დავალებაზე და გამოცდაზე გასატანი მასალის მომზადება ტექნიკური კუთხით;
** სკოლაში მოსწავლეების მიღების პროცედურების წარმართვა;
** ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ugschool@ug.edu.ge ( სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. N 77ა.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25.12.2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე