ქიმიური ლაბორატორიის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიური ლაბორატორიის ასისტენტი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქიის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას

ვაკანსია: ქიმიური ლაბორატორიის ასისტენტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის, ქიმიური მასალების ტესტირება;
** პასუხისმგებლობის აღება უსაფრთხოებაზე, ტექნიკური მონაცემების ფურცლის შესახებ;
** რისკის, სიფრთხილის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა პროდუქციასთან მიმართებაში;
** წარმოებული პროდუქტის პროცესის წარმართვა შესაბამისი ტესტებით წარმოების მენეჯერთან ერთად;
** გამზადებული პროდუქციის შემოწმება სინათლის არეკვლის ხარისხზე;
** პროდუქციის კუთრი მასის გამოთვლა და სიბლანტის შემოწმება;
** ფერების დამზადება და წარმოების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** ლაბორატორიაში არსებული პროდუქციის, ინვენტარის და აპარატურის ინვენტარიზაცია;
** პროდუქციასთან მუშაობა კომპანიაში არსებული სტანდარების შესაბამისად;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word და ა.შ.);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქიმიური ლაბორატორიის ასისტენტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 10 (ათი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ ელფოსტაზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე