სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: თორიჯორჯია
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "თორიჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

"თორიჯორჯია" სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს. "თორიჯორჯია" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2009 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
** პოსტების დიზაინის შექმნა;
** მომხმარებლებთან სწრაფი კომუნიკაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და რეპორტინგი
** პიარ ღონისძიებების განხორციელება

მოთხოვნები

** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** წერითი(სასურველია შემოქმედებითი) და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება/ინტელექტი;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფად სწავლის უნარი;

სამუშაო დრო: ორშაბათიდან- პარასკევამდე 09:00-18:00
ანაზღაურება: 650 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე HR@torigeorgia.com და გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე