დავალიანების დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დავალიანების დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-ზე მეტი ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** დავალიანებების მქონე კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტი (ობიექტებიდან მომსახურების თანხის დროული ამოღება);
** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** დავალიანებების მქონე კლიენტების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება სასურველია ფინანსები/ეკონომიკა/ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;
** დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია უზრუნველყოფს: კორპორაციული ნომრით და საწვავით
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, შაბათს 10:00-14:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე