IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 248307_halykbank_app_form_3441557.zip
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში, IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას, იმუშაოთ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში, როგორიც არის ბანკის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

სამუშაოს აღწერილობა:

** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მენეჯმენტსა და პროგრამული განვითარების გუნდს შორის პერმანენტული კოორდინაცია;
** მიმდინარე და გრძელვადიანი ბიზნეს პროცესების სწორი აღქმა და სამომავლო საჭიროებების იდენტიფიცირება;
** არსებული სისტემის ფუნქციონალის გარჩევა, ამოცანების ჩამოყალიბება და პრიორიტეტის განსაზღვრა;
** ტექნიკური დავალებების მომზადება პროგრამისტებისათვის;
** სამუშაო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** ტესტირების პროცედურის მონახაზის გაკეთება, სცენარების შემუშავება და შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა;
** საწყის ეტაპზე, 4-5 კაციან გუნდთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, პროგრამული განვითარებისა და უზრუნველყოფის, ან მსგავსი ტექნიკური მიმართულებით;
** ტექნიკური-პროფესიული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება საბანკო სფეროში;
** პროგრამული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პროგრესულად მოაზროვნე და ინოვატორი;
** ინიციატივიანი და სხარტი;
** სწორი, დროული და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4), ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნეს ანალიტიკოსი".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე