ტენდერი SUV ავტომობილის გაყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი SUV ავტომობილის გაყიდვაზე
მომწოდებელი: გადავარჩინოთ ბავშვები
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ორგანიზაცია "Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში აცხადებსა ტენდერს ავტომობილის გაყიდვაზე.

მოდელი: Land Cruiser;
მწარმოებელი: ტოიოტა;
კატეგორია: ჯიპი;
საწვავის ტიპი: დიზელი;
ძრავის მოცულობა: 4200;
წამყვანი თვლები: 4X4;
შასის ნომერი: JTEEB71J607004380;
გარბენი: 282500კმ;
ფერი: თეთრი;
გამოშვების წელი: 2008;
გადამცემთა კოლოფი: მექანიკა;
მდგომარეობა: კარგ მდგომარეობაში;
სტატუსი: განუბაჟებელი.

ავტომობილის საწყისი ღირებულებაა 8.000.00 აშშ დოლარი, რომელიც გასხვისდება შემდეგი პრინციპის თანახმად: "ვღებულობ იმ პირობით, რომ მომავალში პრეტენზიები არ მიიღება". თანხის გადარიცხვა მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ფასის გადამხდელი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ვერ გადაიხდის გასაყიდ ფასს, შეტყობინება გაეგზავნება შემდეგი მაღალი ფასის გადამხდელს. შესყიდვის ფასის გარდა, მყიდველი ვალდებულია დაფაროს ხელახალი რეგისტრაციისა და განბაჟების ხარჯი.

"Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში იტოვებს უფლებას, მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი შემოთავაზება ან გააუქმოს ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩეროს კონკურსი და უარყოს ყველა შემოთავაზება. "გადავარჩინოთ ბავშვები" იტოვებს უფლებას უარი უთხრას ნებისმიერ განმცხადებელს.

"Save the Children International"-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში მიიღებს მხოლოდ დალუქულ კონვერტით წარმოდგენილ სატენდერო წინადადებებს. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სახელს და გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და აშშ დოლარში მითითებულ შემოთავაზებულ ფასს.

ავტომობილის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის მისამართზე: მიცკევიჩის ქუჩა 27ბ. გთხოვთ, დაუკავშირდით ორგანიზაციის წარმომადგენელს შემდეგ ნომერზე: 595 220390, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევამდე), 10:00-დან 17:00 საათამდე, ან ელფოსტაზე: dato.mdivnishvili@savethechildren.org

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადა: 2019 წლის 13 დეკემბერი, 14:00 სთ, მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა #27ბ, მე-4 სართული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე