ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: easyfix
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
თუ ხართ ენერგიული, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, თავაზიანი და კეთილსინდისიერი;
თუ გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
თუ ფლობთ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
თუ შეგიძლიათ მონაცემთა ბაზების შედგენა და დამუშავება;
თუ გაქვთ საძიებო საიტებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენების გამოცდილება;
თუ გსურთ მუშაობა მოქნილი გრაფიკითა და სახლიდან გაუსვლელად;
თუ გაინტერესებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სტარტაპის გარემოში;

ჩვენ თქვენ გეძებთ ერთთვიანი პროექტისთვის, მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.

ანაზღაურება: 625 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2020-31.01.2020.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და კითხვები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე, მისამართზე: info@easyfix.app
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე