უძრავი ქონების გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: IREA
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
უძრავი ქონების კომპანია "IREA" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** ​მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ​ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** ​უცხოელ და ქართველ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე (პირველი თვე 200 ლარი, მეორე თვე 300 ლარი + ბონუსი).
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + მზარდი ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია).

შერჩეული კანდიდატი უძრავი ქონების გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პროფესიას შეისწავლის სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯებით.

კომპანიის ოფისის მისამართი: ქალაქი ბათუმი, ვახტანგ გორგასალის 136-138.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 10:00/18:00, კვირა 10:00/18:00.

ქოლ-ცენტრის ოპერატორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ მისამართზე: info@irea.ge | george.bolkvadze@gmail.com და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.irea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე