უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: IREA
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "IREA" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

უძრავი ქონების აგენტი - ეს არის უძრავი ქონების კონსულტანტი, გაყიდვების ექსპერტი. ეს არის პროფესია, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე. ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** ​მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ​ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** ​უცხოელ და ქართველ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

შერჩეული კანდიდატი უძრავი ქონების აგენტის პროფესიას შეისწავლის სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯებით.

კომპანიის ოფისის მისამართი: ქალაქი ბათუმი, ვახტანგ გორგასალის 136-138.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 10:00/18:00, კვირა 10:00/18:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ მისამართზე: info@irea.ge | george.bolkvadze@gmail.com და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.irea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე