მთავარი ბუღალტრის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტრის მოადგილე
მომწოდებელი: რესტორანი მაგნოლია
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
რესტორანი "მაგნოლია" წყალტუბოში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით ჩაითვლება უპირატესობად
** სამეწარმეო სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
** კვების ობიექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: 500 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რომ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.tskaltubo@gmail.com. გთხოვთ, "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

ასევე, რეზიუმე შესაძლებელია მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. წყალტუბო, ფალიაშვილის 1, "სანატორიუმი წყალტუბო".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე