დისტრიბუტორი, გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი, გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს თბილისში:

1. დისტრიბუტორი (ე.წ. "დასტავკა")

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა, ავტომანქანის ტარების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით;
** საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

2. გრაფიკული დიზაინერი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator, Adobe InDesign);
** კრეატიულობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** როგორც გუნდურად, ასევე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური, ორგანიზატორული და დროის განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა;
** რამდენიმე დავალების შესრულებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე