პერსონალური ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: "იმედი L" - ის პროვაიდერი კლინიკა
სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;
შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
** დანიშნულებისა და მიმართვების გაცემა;
** დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
** საგარანტიო წერილებისა და ისტორიების პროგრამული ასახვა;
** პაციენტისათვის ხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე