დასახელება: საკრედიტო ექსპერტი |
მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს საკრედიტო ექსპერტის ვაკანსიას თელავის სერვისცენტრში.
ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
ფუნქციები და მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორთფელის მართვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel)
** ანალიტიკური აზროვნება
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დეტალებისადმი ყურადღება
** დაგეგმვისა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი
** კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV ფოტოსურათით;
მისამართზე: 2200 ი. ჭავჭავაძის მოედანი, სს "ბანკი ქართუს" თელავის ფილიალი.
ან გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 დეკემბერი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
|
|
|
|