დასახელება: სერვისის კონსულტანტი |
მომწოდებელი:
Wendy`s Georgia
|
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys
ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე სერვისის კონსულტანტი (ქრიუ)
რატომ უნდა გახდე "ვენდის გუნდის" წევრი?
** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად
რას გთავაზობთ ჩვენ?
** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას
ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე career@wendys.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 დეკემბერი 2019
|
|
|
|