IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობას, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:

** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** კვება

სამუშაო განაკვეთი: სრული - წინასწარ დადგენილი გრაფიკით, თუმცა კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 1500 ლარი, დასაქმებიდან უახლოეს ვადაში ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თუმცა სამუშაო ითვალისწინებს პერიოდულად მოკლევადიან მივლინებებს საქართველოს მასშტაბით.

მოვალეობები:

** კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის, ასევე სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება, მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, გაწმენდა, ნაწილების შეცვლა;
** ექსპლუატაციის შედეგად დაზიანებული ან/და გაუმართავი ტექნიკის დახარისხება, შეკეთება, ჩამოწერა ან დასაწყობება;
** კომპანიისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარის მოძიება, შერჩევა, შესყიდვა, ადგილზე მიტანა და მონტაჟი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია IT მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft OS Windows 7/8/10 სიღრმისეული ცოდნა;
** Domain Controller/Active Directory-თან მუშაობის გამოცდილება;
** საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** გავრცელებული ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** ​ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების (CCTV) პროექტირების, განხორციელებისა და ელექტრონული დაცვის სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება;
** სკანერებსა და საბეჭდ მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** VOIP ტელეფონიასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** უცხო ენების - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com არა უგვიანეს 2019 წლის 22 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე