დასახელება: ავტოჟურნალისტი |
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 30 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში მოღვაწე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოჟურნალისტის პოზიციაზე.
ვიწვევთ დაინტერესებულ, მოტივირებულ, კრეატიულ და ენერგიულ კანდიდატებს დინამიურად განვითარებად, სტაბილურ კომპანიაში სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობას, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:
** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** კვება.
სამუშაო განაკვეთი: სრული/სტანდარტული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -19:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
საინფორმაციო და ტექსტურ მასალებთან მუშაობა - ავტომობილების ტექნიკური მონაცემებისა და მახასიათებლების შესახებ ინტერვიუების, ნიუსებისა და სტატიების მომზადება, თარგმნა, რედაქტირება და საიტზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
** პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
** სასურველია სპორტის სხვადასხვა სახეობების ცოდნა, აქცენტირებულად ავტოსპორტის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამართულად კომუნიკაციისა და წერის, აზრის გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** სოციალური მედიის ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მჭიდრო დედლაინებთან მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com არა უგვიანეს 2019 წლის 22 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|