უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები ნაწარმისა და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00; შაბათი - 09:00- 16:00
სამუშაო ადგილი: თბილისი ზღვისუბანი, ავქსენტ ისააკიანი #1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან იურიდიული განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** სასურველია ძალოვან / სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული დეპარტამენტის დასაქმებულების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა;
** კომპანიის კუთვნილი ავტოპარკის გადაადგილების, საწვავისა და კილომეტრაჟების კონტროლი;
** ​სასაწყობე ნაშთების აღწერა და კონტროლი;
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებებისა და პრობლემური კლიენტების კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის კონტროლი;
** გარკვეული ტიპის პრევენციული სამუშაოების ჩატარება/დანერგვის უზრუნველყოფა კომპანიის უსაფრთხოებისა და ფინანსური თუ ქონებრივი დანაკარგების პრევენციის მიზნით;
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო მონიტორინგის კონტროლი;
** სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსურ, კრიმინალურ და სააღსრულებო სამსახურებთან თანამშრომლობა;
** პერიოდულად კომპანიის სალაროს უსაფრთხო ინკასაციის უზრუნველყოფა;
** გადაცდომების აღმოჩენა და აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სამუშაოს დელეგირების და გუნდის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@vg-ge.com

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე