გაყიდვების ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 248187_Gepost_app_1334701.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ბათუმის სერვისცენტრში. (ნახევარი განაკვეთი, კვირაში 24 საათი)

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;
ანაზღაურება - 250 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
** ​მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
** MS პროგრამების ცოდნა
** ​მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი
** ​ადაპტურობა/მოქნილობა
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
** სხარტი აზროვნების უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება
** ტესტირება
** ინდივიდუალური გასაუბრება
** სტაჟირება 2 კვირა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27.12.2019
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე