დისტრიბუტორი, მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი, მძღოლი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს ქ. თბილისში:

1. დისტრიბუტორი

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ხელფასი: 800-1000 ლარი
** გადატვირთვებთან მიბმული ბონუსი
** ყოველ 3 თვეში მზარდი ანაზღაურება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე, აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

2. მძღოლი

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია. ასევე განიხილება C კატეგორიაც.
** პირი არ უნდა იყოს ნასამართლევი.

აუცილებელი მოთხოვნა: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ani.keburia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე