კონტენტისა და ხარისხის მართვის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტისა და ხარისხის მართვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge www.myads.ge , www.myjobs.ge, www.mysport.ge გეძებს შენ კონტენტისა და ხარისხის მართვის ადმინისტრატორს.

გაეცანი ქვემოთ მოცემულ აღწერას და ძალიან სწრაფად გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:30-18:30
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე)+ 6 day off წელიწადში.

ფუნქცია- მოვალეობები:
** ვებ გვერდებების ადმინისტრირება და ხარისხის კონტროლი;
** ვებ გვერდის მართვა (ცვლილებების დროულად შეტანა და მასალის მართვა);
** იურიდიული და ფიზიკური პირების რეგისტრაციის გადამოწმება და შესაბამისად მათი გააქტიურება;
** გასაჩივრებული განცხადებების გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება.
** ქოლ-ცენტრის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტების მენეჯერებთან და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებთან და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონტენტ მენეჯმენტის ან დიჯითალ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ვებ გვერდის ხარისხის კონტროლის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დანაზოგის 4%;
** ფიტნეს აბონიმენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
** ალგორითმების უფასო სასწავლო კურსი ;
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;
** უფასო ონლაინ კურსების სხვადასხვა პლატფორმებზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@my.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური
მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე