გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სტენდერსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კოსმეტიკური ბრენდი "Stenders" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: საბურთალოს "City Mall", რუსთაველის 2/4. სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული.
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
** სასიამოვნო გარეგნობის.
** ასაკი 25-დან 40 წლამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.

სრული განაკვეთი: ანაზღაურება 500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 300 ლარი (გაყიდვების მიხედვით) = 800 ლარი
ნახევარი განაკვეთი: 250 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 150 ლარი (გაყიდვების მიხედვით) = 400 ლარი.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: geostenders@gmail.com (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე