ავტომობილების გაყიდვების მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების მრჩეველი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მრჩევლის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000532
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი გაყიდვების სფეროში.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ავტომობილებისა და საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** გაყიდვების ხელშეწყობა, ავტომობილების რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და საცალო მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** ტესტ-დრაივების ორგანიზება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება - აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** ავტომობილების გაყიდვის შემდგომი follow up-ის განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/532

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 6 დეკემბერი, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე