ადვოკატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატი
მომწოდებელი: ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
იურიდიული კომპანია "ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ყიფშიძის 2 ა, ბიზნეს ცენტრი G&O.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-18:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების, სარჩელების, შესაგებლებისა და სხვა სახის
** იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** კომპანიის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 35 წლამდე
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; (სასურველია საერთოს მიმართულებით)
** იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** აუცილებელია სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** დამატებითი მოთხოვნები:
** სამართლებრივი ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადმოცემისა და იურიდიული მოთხოვნების განმარტების კარგი უნარი;
** პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;
** შერჩეული კანდიდატი დასაქმდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ანაზღაურება:

** სამ თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1500 ლარი (+ ბონუსები)
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ - 2000 ლარი (+ ბონუსები)

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@vmlawoffice.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.12.2019

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322 904 510; მობ: 598 92 07 94

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.vmlawoffice.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე