მიმღები-ადმინისტრატორი, ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები-ადმინისტრატორი, ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
სასტუმრო "Crystal Hotel & Spa" ბაკურიანში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: მიმღები-ადმინისტრატორი, ბელბოი.

კრისტალ ჯგუფი აერთიანებს 3* და 4* ვარსკვლავიან სასტუმროებს და ვილების კომპლექსს.

1. ადმინისტრატორი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით);
** სასურველია სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** სასტუმრო მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Excel (სასურველია პროგრამა FINA);

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშწორება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული

რეაგირება;

** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სტუმრებისთვის ეფექტური სერვისის შეთავაზებაზე მუდმივი ზრუნვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სასტუმროს დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, რეპორტის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** მენეჯერის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

სხვა უნარები და თვისებები:

** თავაზიანობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.

2. ბელბოი

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@hotelcrystal.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

https://www.facebook.com/hotelspacrystal/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე